სადღესასწაულო ბაზრობაზე დედაენის პარკში!
ძვირფასო მომხმარებლებო !
ძალიან კარგი სიახლე გვაქვს თქვენთვის
5 დეკემბერს ყველას გელოდებით სადღესასწაულო ბაზრობაზე დედაენის პარკში!
მთელი დღის განმავლობაში, საშუალება გექნებათ დაათვალიეროთ, მოირგოთ და ადგილზე შეიძინოთ ჩვენი პროდუქცია!!
გვექნება ბევრი სიახლე, აქციები და განახლებული კოლექცია!
მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას!
USAID/Georgia
USAID YES-Georgia ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა
Crystal • კრისტალი
სტატიის ავტორი:
2021-11-29
წარმატებები გრძელდება Buzz Georgia-სთან ერთად
19-20-21 ნოემბერს Buzz საქართველოს ელჩი ქალბატონების პიროვნული და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების მასტერკლასი ჩატარდა ბორჯომში.
„ბაზ საქართველო" USAID Yes-Georgia-ს პროგრამის „ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში", ერთ-ერთი კომპონენტია. პროგრამა ხორციელდება ფონდ „კრისტალის" მიერ, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოსა (USAID) და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის (W-GDP) ფარგლებში. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი" უწევს.
ამ პროექტში მონაწილეობის პატივი ჩვენც გვქონდა და ჩვენი გუნდის წევრი მარიამ მაისურაძე Buzz საქართველოს ელჩი ქალის როლში წარადგენდა ჩვენს ფერად ჩანთებს სხვა მეწარმე ქალების წინაშე.
სტატიის ავტორი:
2021-11-23
წინ დიდი წარმატებისკენ ❤️
ნახეთ რას წერს USAID YES-Georgia ჩვენს შესახებ:
"გაიცანით USAID YES-Georgia ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა - Young Entrepreneur’s Schoolის მონაწილე მარიამ მაისურაძე
Maisu • მაისუ - მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ნაჭრისგან დამზადებულ ფერად „totebag”-ებს, წელისა და მაკიაჟის ჩანთებს. ზამთრის ხელნაკეთ ნაქსოვ ქუდებსა და ხელთათმანებს. საზაფხულო პლედებს, რომელიც იდეალური თანამგზავრია პიკნიკის დროს.
მაისუს საზაფხულო კოლექციებში შეხვდებით ტილოსა და ბაიკის ორეულებს. ხოლო შემოდგომა/ზამთღის კოლექციაში ნაქსოვ ქუდებს, შარფებს და ხელთათმანებს"
სტატიის ავტორი:
2021-10-28
BMNEWS მაისუ შესახებ
ზამთარი ჩვენი მღელვარების მიზეზია ხოლმე, მაგრამ ამავდროულად, ამ თეთრ სეზონზე, ყველაზე მეტადაა გამოკვეთილი კაშკაშა ფერები, თანაც თუ „მაისუს“ აქსესუარს ატარებ, მარტივი შესამჩნევი ხდები.
ეს სტარტაპი 2019 წლის მაისში შეიქმნა და მის სათავეში 4 გოგონაა, რომელიც წარმატებით უძღვება საქმიანობას.
დღესდღეობით, საქართველოში უამრავი სტარტაპია, თუმცა სამწუხაროდ, ნაწილი ახერხებს არსებულ ბაზარზე დამკვიდრებას, ნაწილი – ვერა. „მაისუს“ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ გოგონებს არაჩვეულებრივად გამოსდით ბიზნესის მართვა; მომხმარებლებთან კომუნიკაცია, ხარისხიანი პროდუქციის შექმნა.
როდესაც გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, მარიამმა ვერ იპოვა ის ჩანთა, იმ ხარისხით, რომლის შეძენაც სურდა, მოულოდნელად გაჩნდა იდეა, რატომაც არა, რომ თავად შეექმნათ. როცა მარიამმა ჩანთის ტარება დაიწყო, სამეგობრო წრისგან გამოხმაურებაც მოჰყვა და ამან, წინ წააქეზა ახალგაზრდები, რომ დაეარსებინათ „მაისუ“.
„საწყის ეტაპზე არ გვიფიქრია, რომ „მაისუ“ ამხელა შედეგს დადებდა. არ გვქონია ამბიცია, რომ ბაზარი დაგვეპყრო, ყველაფერი თავისთავად მოხდა. მომხმარებელმა კარგად მიიღო ჩვენი პროდუქტი, „მაისუ“ გახდა მათი ცხოვრების ნაწილი და დღითიდღე იზრდება ჩვენი მომხმარებელთა რაოდენობა. ალბათ, ყველაზე რთული, მაინც პირველი ნაბიჯები იყო. ახლა დროის გასვლის შემდეგ რომ ვაკვირდებით ჩვენს პირველ ნაბიჯებს, პირველ ფოტოებს, მოდელებს, ვხედავთ, რომ ძალიან გავიზარდეთ და ამით ძალიან ვამაყობთ.“
იდეის გაცოცხლებისთვის, გოგონებმა ინვესტიცია თავად ჩადეს, ყველანაირი დახმარების გარეშე. თუმცა მათ სამომავლო გეგმებში შედის, სხვადასხვა პროექტში ჩართვა და დაფინანსების მოპოვება, რომ მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი სიახლე შესთავაზონ.
„ბევრი კარგი რამ მახსენდება, რაც ამ დროის განმავლობაში გადაგვხდა, მაგრამ ყველაზე თბილი და სასიამოვნო მომენტი იყო, როცა ახალი დაწყებული გვქონდა ეს საქმე და სრულიად მოულოდნელად, ერთ-ერთ მაღაზიაში, უცხო გოგონა შემხვდა, მომესალმა, ჩამეხუტა და აღფრთოვანებული სახით მომმართა „თქვენ მაისუ ხართ, ჰო?“, რა თქმა უნდა, გაოცებული ვიყავი. შემდეგ აგრძელებს და მეუბნება „მე უკვე თქვენი სამი ჩანთა მაქვს და ახლა მეოთხეს ველოდები“. ვერ წარმოიდგენთ, რა ვიგრძენი იმ დროს. ეს იყო ძალიან გულისამაჩუყებელი და სასიამოვნო სიტყვები, რომელიც ალბათ, არასდროს დამავიწყდება. სწორედ ასეთი მომენტები გვმატებს სტიმულსა და გვიბიძგებს რომ ყოველთვის ვაკეთოთ ჩვენი საქმე ღირსეულად.“
რატომ „მაისუ“?
კომპანიის სახელზე საკმაოდ დიდხანს ვიფიქრეთ. ძალიან ბევრი ვერსია გვქონდა, თუმცა საბოლოოდ, მივედით ძალიან მარტივ გადაწყვეტილებამდე და ჩვენი ერთ-ერთი გუნდის წევრის მეტსახელი გამოვიყენეთ. ვფიქრობთ, კარგადაც მოვიქეცით, რადგან მარტივი, სახასიათო და დიდი შინაარსის მატარებელია. ისაა ჩვენი დიდი ოჯახის ახალი და პატარა წევრი.“
სტარტაპი ნაირნაირ პრიდუქციას ქმნის არა მხოლოდ დიდებისთვის, არამედ პატარებისთვისაც, ქუდები, ხელთათმანები, ჩანთები – გამოირჩევა დადებითი ემოციებით, სიფერადით, ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით.
მათი პროდუქციის ყიდვა შესაძლებელია Facebook გვერდიდან: https://www.facebook.com/maisufly
სტატიის ავტორი:
Teresa Galstyan
2021-01-21
ფერადი მაისუ იუბილარია!
ჩვენ უკვე ერთი წლის ვართ !
გვიხარია, რომ ამ დროის განმავლობაში ბევრ თქვენგანს გავუფერადეთ დღეები.
როცა ამ ყველაფრის კეთება დავიწყეთ ნამდვილად არ ველოდით ამხელა დაინტერესებას. თავდაპირველად, მაისუს პროდუქცია შემოიფარგლებოდა მხოლოდ ფერადი Totebag-ებით, თუმცა თქვენი თბილი სიტყვების, ემოციების, ჩართულობისა და გვერდით დგომის შედეგად მოვახერხეთ ბევრი ლამაზი და ფერადი ჩანთის შექმნა. ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა, სწორედ იმ ემოციების, რასაც ყოველდღიურად გვიზიარებთ და გამოხატავთ ჩვენ მიმართ. სწორედ ეს დამოკიდებულება გვაძლევს სტიმულს არ გავჩერდეთ, შევქმნათ ახალი კოლექციები და ვიყოთ თქვენი ბედნიერი და ფერადი დღის ნაწილი.
მადლობა ყველაფრისთვის !
ვეცდებით კიდევ უფრო ფერადები და მხიარულების ვიყოთ თქვენთვის !
სტატიის ავტორი:
მაისუ
2020-05-20